გერმანიაში სიდიდით მეორე ბანკი „კომერცბანკი“, ანალიტიკური ანგარიშების შედგენისას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიზანშეწონილობას იკვლევს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დიდი ფინანსური ინსტიტუციები კვლევებს.„კომერცბანკმა“ უკვე დაიწყო პარტნიორობა კომპანია „რეტრესკოსთან“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კვლევითი ანგარიშების ავტომატიზებული სისტემის შექმნაზე მუშაობს. მსგავს სისტემას აღრიცხვების ანგარიშების წარმოებისას, კომპანიები უკვე იყენებენ, როცა შემოსავლების მოკლე ანგარიშებს აქვეყნებენ.
„კომერცბანკისთვის“ ანალოგიური სისტემა ჯერ შემუშავებულ არ არის. თუმცა ცნობილია, რომ ბანკი მას საკუთარი შემოსავლების ანგარიშების გამოსაქვეყნებლად გამოიყენებს. „კომერცბანკის“ კვლევების და განვითარების მიმართულების შეფი მიხაელ შპიცი ამბობს, რომ ანგარიშების მსგავსი სტრუქტურა უკვე გამოიყენება კვარტალური მოგების ანგარიშების მიმოხილვებისას.
ახალი ტექნოლოგია დაახლოებით 75 პროცენტით მზად არის, თუმცა რთული ანგარიშების შედგენისას მისი გამოყენებისთვის, ჯერ მზად არ არის და ამ მხრივ, სამუშაო ჯერაც ბევრია.