შრომით მიგრანტებში აშშ და გერმანია ლიდერობენ

შრომით მიგრანტებს შორის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა აშშ და გერმანია გახდა. ამის შესახებ Decoding Global Talent-ის 2018 წლის კვლევაშია აღნიშნული.როგორც უცხოური მედია წერს, ამ ანგარიშისთვის კვლევები იანვრიდან აპრილის ჩათვლით გერმანულ დასაქმების საიტ StepStone-თან და The Boston Consulting Group-თან ერთად ჩატარდა. საერთო ჯამში გამოიკითხა 366 ათასი ადამიანი მსოფლიოს 197 ქვეყნიდან.

შედეგების მიხედვით რეიტინგში მესამეა კანადა, მეოთხე ავსტრალია, მეხუთე დიდი ბრიტანეთი. ცნობისათვის, გერმანია იმავე კვლევაში 2014 წელს მხოლოდ მეოთხე ადგილზე იყო.

რაც შეეხება შრომითი მიგრანტებისთვის მიმზიდველ ქალაქს, ამ რეიტინგში პირველზეა ლონდონი, მეორეზე ნიუ-იორკი, ხოლო ბერლინი მესამე ადგილს იკავებს. შემდგომ პოზიციებზე მოდის ბარსელონა, ამსტერდამი, დუბაი და ლოს-ანჯელესი.

როგორც ანგარიშში წერია, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ბრექსიტის გამო მიმზიდველობას კარგავს, ლონდონი, როგორც გლობალური ბრენდი, მას ინარჩუნებს.

კოკა კვირკველია