გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz-ი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში წარმოების გაფართოებას გეგმავს და ამ მიზნით 600 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.საუბარია ახალი თაობის C-კლასის სედანების ხაზის დამატებაზე.
როგორც გამოცემა Mail & Guardian-ი წერს, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ქარხნის წარმოების გაფართოების გეგმაზე კომპანიის ამ ქვეყანაში წარმოების დაწყებიდან 60 წლის იუბილეზე გახდა ცნობილი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა სირილა რამაპოსიმ განაცხადა, გერმანული კომპანიის მხრიდან გაცხადებული გეგმა 10 მილიარდი სამხრეთ-აფრიკული რანდის ინვესტირების შესახებ, არის მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი მიაღწიონ დასახულ ამბიციურ გეგმას ქვეყანაში მომდევნო ხუთ წელიწადში 1,2 ტრილიონი რანდის ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.
Mercedes-Benz-ის სამხრეთაფრიკულმა ქარხანამ გასულ წელს 110 ათასი ავტომობილი აწარმოა. ავტომანქანების რეალიზება მსოფლიოს 84 ქვეყანაში ხდება. ამ დროისთვის ქარხანაში დასაქმებულია 3,3 ათასი ადამიანი, ხოლო წარმოების გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი ერთი-მესამედით გაიზრდება.
კოკა კვირკველია