პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აზიურ ფაროსანას პრობლემასთან დაკავშირებით წელს სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.პრემიერმა სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი მოსავალი იმის თქმის შესაძლებლობას მისცემს ყველას, რომ ფაროსანას პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდა.
“უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს სამეგრელოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც. ყველამ ვიცით, რომ გასულ წელს ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ზოგადად საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით სამეგრელოში. იცით, რომ წელს ამ კუთხით მნიშვნელოვნად გამოსწორებულია სიტუაცია და იმედია წლევანდელი წლის მოსავალი იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.