დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 57 245 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720%-ით, მაქსიმალური 7.76%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.748%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.