„თუ ავტომობილი ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია, მისი გარემონტება ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული და ორმაგად ზიანის მომტანია ნებისმიერი უწყებისთვის"

ტექდათვალიერებისას, ავტომობილი, რომელიც შეკეთებას ექვემდებარება, შეკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა."1-ელი ივლისიდან ძალაში შედის იურიდიული და ფიზიკური პირების მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სისტემა, რაც თავის თავში მოიაზრებს მსუბუქი ტიპის ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას. მერისგან მოისმინეთ განცხადება, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ წინასწარ მოვემზადოთ ჩვენ ამ სისტემისთვის, ყველა მანქანამ გაიაროს ტექნიკური დათვალიერება.

რიგ შემთხვევაში ამორტიზირებული და ძველია საჯარო უწყებების ავტოპარკი, ასევე კერძო სექტორის, იურიდიული პირების ავტოპარკი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იგივე მერიის ფარგლებში ვუზრუნველყოთ აღრიცხვა, ტექნიკური დათვალიერება ყველა ავტომობილის, რომლითაც ჩვენი სამსახურები სარგებლობენ. რიგ შემთხვევაში, როდესაც ექვემდებარება ავტომობილები შეკეთებას, შეკეთდება. სხვა შემთხვევაში კი, მოხდეს მათი ჩანაცვლება ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილებით. როდესაც ავტომობილი ეკოლოგიურად საფრთხის შემცველია, მისი გარემონტება ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული და ორმაგად ზიანის მომტანია ნებისმიერი უწყებისთვის ასეთი ავტომობილი", - განაცხადა მაია ბითაძემ.