29 ივნისს მლეთა-სეთურების მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-სეთურების მონაკვეთზე დაგეგმილია სერპატინებზე დეფორმირებული ადგილების შევსება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 29 ივნისს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.