ამერიკული კომპანიები SigmaBleуzer-ი, Aspect Holding-ი და Energy Transfer-ი უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ძიება-მოპოვებიაში 100 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.SigmaBleyzer-ის პრეზიდენტის მაიკლ ბლეიზერის განცხადებით, კომპანიები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ უკრაინის პოტენციალს ნავთობისა და გაზის რესურსების მხრივ.
„ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა ავითვისოთ ტერიტორიები, სადაც აქამდე არასოდეს განხორციელებულა სამრეწველო საქმიანობა“, - განაცხადა მან.
უკრაინული მხარის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი 50 პერსპექტიულ მონაკვეთზე როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.
კოკა კვირკველია