აშშ-ის მოწოდებამ ირანულ ნავთობზე უარის თქმის შესახებ ნავთობი გააძვირა

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, სხვა ქვეყნებს ნოემბრიდან ირანული ნავთობის იმპორტზე უარის თქმა ურჩიეს, ნედლი ნავთობის ფასები გაიზარდა.WTI მარკის ნავთობის აგვისტოს მიწოდების კონტრაქტებით, ბარელის ფასი 70.82 დოლარი გახდა, რაც წინა სესიის ფასზე 0.4 პროცენტით მეტია. ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი კი 0.29 პროცენტით, 76.36 დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად, შანჰაის WTI-ს ფიუჩერსის ფასი 3.23 პროცენტით, 483.10 იუანამდე არის გაზრდილი.

ამერიკის მიერ, საკუთარი პარტნიორებისთვის მოწოდების გარდა, ნავთობის გაძვირებას ასევე ხელს უწყობს არასტაბილურობა ლიბიაში. კერძოდ, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ საველე მეთაურ ხალიფა ჰაფტარის შეიარაღებულმა ფორმირებამ, თავის კონტროლს დაუქვემდებარა აღმოსავლეთში ბაზირებული, სახელმწიფოსგან გამოყოფილ კომპანია „ნეიშენლ ოილ კორპორეიშნის“ დანადგარები.

იგივე სახელის მქონე კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიშია ბაზირებული, ხელი აღარ მიუწვდება აღმოსავლური კომპანიის რესურსებზე და საწარმოებზე. ეს კი ქვეყნიდან ნედლი ნავთობის ექსპორტს შეაფერხებს.

და კიდევ, ამერიკის ნავთობის ინსტიტუტმა (API) გამოაცხადა, რომ ამერიკის საცავებში არსებული ნედლი ნავთობის მოცულობა 9.2 მილიონი ბარელით, 421.4 მილიონამდე შემცირდა, რაც ასევე ნავთობის ფასის ზრდის მიზეზია.

ახლახანს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC), მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდების შეზღუდვა 1 მილიონი ბარელით შეკვეცა. ეს გარემოება შეამცირებს ნავთობის ფასზე ზეწოლას. ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა გამო, ფასის კლება ჯერჯერობით არ შეინიშნება.