Samsung-მა და Apple-მა სმარტფონების დიზაინზე საპატენტო დავა დაარეგულირეს

კომპანია Apple-მა და კორპორაცია Samsung-მა არასასამართლო გზით დაარეგულირეს უკვე შვიდი წლის განმავლობაში არსებული საპატენტო დავა, რომელიც სმარტფონების დიზაინს უკავშირდება.ამის შესახებ აღნიშნულია კალიფორნიის ჩრდილოეთ საოლქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მასშია აღნიშნული, მოსარჩელე და მოპასუხემ მოახდინეს სასამართლოს ინფორმირება, რომ ისინი არასასამართლო გზით გაიწვევდნენ სარჩელს და მოახდენდნენ მის დარეგულირებას. შესაბამისად, სასამართლოს საქმე დაიხურა. რაც შეეხება შეთანხმებას, თუ რის საფუძველზე მიაღწია ორმა კომპანიამ, ეს არ ხმაურდება. დოკუმენტში არ არის მითითებული არც კონკრეტული თანხის ოდენობა.

ცნობილია, რომ აღნიშნული გარჩევა 2011 წლიდან მიმდინარეობს. Apple-მა დაადანაშაულა Samsung-ი ინტელექტუალური უფლების დარღვევაში, როცა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეულმა კომპანიამ მოახდინა მისი iPhone-ის დიზაინის კოპირება.

კოკა კვირკველია