დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორს კოოპერატიული ბინათმშენებლობების შედეგად დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტს სთავაზობს.როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერია მზადაა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. ესენია: დიდ დიღომში მე-4 მიკრორაიონი, 25-ე კორპუსის მიმდებარედ, დიღმის მასივში მე-4 მიკრორაიონი და ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.