ფოტოებისა და ვიდეორგოლების პუბლიკაციისთვის განკუთვნილი სერვისის Instagram-ის ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს და ხაზს უსვამს, რომ საუბარია Facebook-ის კუთვნილი კომპანიის ღირებულებაზე, როგორც დამოუკიდებელ კომპანიაზე. შეგახსენებთ, Facebook-მა Instagram-ი 2012 წელს 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. ბოლო 6 წლის განმავლობაში კი კომპანიის ღირებულება ექვსჯერ გაიზარდა.
როგორც Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი ჯიტენდრა ვარალი აცხადებს, ამ დღეებში ამ ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 1 მილიარდს მიაღწია, რაც 200 მილიონით გაზრდილია გასული წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთან, მისივე განცხადებით, Facebook-ის აუდიტორიისგან განსხვავებით Instagram-ი აგრძელებს ზრდას და მომდევნო ხუთ წელიწადში ის შესაძლოა, ხუთჯერ გაიზარდოს.
ამ ზრდას ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ ქსელში სხვადასხვა ახალი სერვისის დანერგვამ, მათ შორის ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ Instagram-ი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, 1 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები ატვირთონ.
კოკა კვირკველია