„საქართველოს რკინიგზამ“ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი მატარებლები დანიშნა.ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო, „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10:30 საათზე გავა და ბათუმში 15:30 საათზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი-თბილისი, ბათუმიდან 17:10 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 22:03 საათზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 06:30 საათზე გავა და ბათუმში 11:30 საათზე ჩავა. მატარებელი №805 ბათუმი-თბილისი, ბათუმიდან 14:20 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 19:22 საათზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი-ბათუმი 08:05 საათზე გავა და ბათუმში 11:01 საათზე ჩავა. ხოლო მატარებელი №897 ბათუმი-ქუთაისი, ბათუმიდან 21:00 საათზე გამოვა და ქუთაისში 23:55 საათზე იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.