2019 წლიდან თბილისში ბინების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 100 დოლარით მოიმატებს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს კომპანია "არსის" ფინანსურმა დირექტორმა, თორნიკე აბულაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, გაძვირებას გამოიწვევს 2017 წლის პირველ იანვარს ამოქმედებული საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება "შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების" დამტკიცების თაობაზე.
"ამ შემთხვევაში საუბარია არა მუშებზე, არამედ სახლში დაცულ უსაფრთხოების ნორმებზე, მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევა, რომ მაგალითად, რაც სასტუმრო "ლეოგრანდში" მოხდა, ისეთი რამ არ განმეორდეს. მკაცრი სტანდარტი ამასთან დაკავშირებით აქამდე არ არსებობდა. ახალმა რეგულაციამ სტანდარტი ძალიან გაამკაცრა. პროექტებს, რომლებიც 2017 წლის პირველ იანვრამდე იყო დამტკიცებული, აღნიშნული კანონი არ ეხება, იმ შემთხვევაშიც არ შეეხება, თუ პროექტში ცვლილებები შევა. თუმცა, თუ პროექტის დამტკიცება 2017 წლის პირველი იანვრის შემდეგ მოხდა, მას ეს მკაცრი სახანძრო უსაფრთხოების წესები შეეხება. პროექტში ყველა ნორმა უნდა იყოს გათვალისწინებული და ვერ დამტკიცდება, თუ მას არ ერთვის ექსპერტიზის დასკვნა, უფრო კონკრეტულად, სპეციალისტმა უნდა შეამოწმოს ყველაფერი 41-ე დადგენილების მიხედვით არის თუ არა გათვალისწინებული. შესაბამისად, გარკვეული პროექტებს 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ დამტკიცების პროცესში პრობლემები შეექმნა, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტები არ იყო", - განმარტა თორნიკე აბულაძემ. კითხვის გაგრძელება