ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება და ის ბარელზე 90 დოლარს მიაღწევს.ამის შესახებ ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში Bank of America Merrill Lynch-ის ბაზრის მკვლევარმა ჰუტან იაზჰარიმ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპმა მის მოკავშირეებს მოუწოდა ირანისგან ნავთობი არ შეიძინონ ეს ბაზარზე საკუთარ დაღს ტოვებს და ამ შემთხვევაში საუბარია ნავთობის ფასის ზრდაზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება. მისი თქმით, ეს ზრდა გაგრძელდება და უკვე წლის მეორე ნახევრიდან ის ბარელზე დიდი ალბათობით 90 დოლარს გაუტოლდება.
შეგახსენებთ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Brent მარკის ნავთობის ფასმა 0,7%-ით მოიმატა და 78.18 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასი უცვლელი დარჩა და 72.72 დოლარი შეადგინა ბარელზე.
კოკა კვირკველია