მაისში საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა.2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი „საქსტატის“ ცნობით, 6,1 პროცენტი იყო.

„წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.