ემანუელ მაკრონი: ევროკავშირი სავაჭრო საკითხებში არავის მითითებებს არ უნდა დაემორჩილოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სავაჭრო საკითხებში არავის მითითებებს არ უნდა დაემორჩილოს.

„არის მყარი სურვილი, არ დავემორჩილოთ არავის მითითებებს, თუმცა დავიცვათ ევროპული ინტერესები და მრავალმხრივობის პრინციპები მსოფლიო ვაჭრობაში“, - განაცხადა მაკრონმა ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტი იხსნება.

მისივე თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყანა აპირებს ამერიკასთან სავაჭრო საკითხებში წარმოქმნილი პრობლემის განხილვას, რომელიც მოჰყვა რკინასა და ალუმინზე დაწესებულ გადასახადებს. ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განსახილველ თემებს შორის მას შემდეგ მოხვდა, რაც ამერიკამ ცალმხრივად დაუწესა მის სავაჭრო პარტნიორებს რკინასა და ალუმინზე გაზრდილი გადასახადი.

თუმცა როგორც ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი წერს, სიტუაცია გასცდა „სავაჭრო ომის“ საკითხებს და ევროკავშირი უნდა მოემზადოს უარესი სცენარისთვის.

კოკა კვირკველია