ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დაახლოებით 30 ათას კომპანიას, ჯამურად 550 მლნ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება. ამის შესახებ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი განმარტებით, ეს დავალიანებები 2011-2012 წლებში წარმოიშვა და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული დავალიანებები ამ კომპანიების გაჩერების მიზეზი იყო.
“აღნიშნული ინიციატივით კომპანიებს, რომლებსაც 2011 და 2012 წლებში დაერიცხათ საგადასახადო დავალიანებები და მას შემდეგ ისინი გაჩერებული არიან, აღნიშნულ კომპანიებს ეს დავალიანებები ჩამოეწერებათ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.