სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფში მდებარე 1 819 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N05.36.26.533). უძრავი ქონების საწყისი ფასი 64 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/532922
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11.