“სვანეთი ჰიდროს“ მხარდაჭერით, მესტიაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

დღეს “სვანეთი ჰიდროს“ მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშნებელობა დაიწყო.როგორც “სვანეთი ჰიდროდან“ იუწყებიან, ცენტრის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს მიაწოდოს მათთვის საჭირო სერვისები. აღსანიშნავია, რომ “სვანეთი ჰიდრო“ სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაში 65 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

“პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრი 150 ბენეფიციარს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ცენტრი მესტიაში პირველად შენდება და სარეაბილიტაციო პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “სვანეთი ჰიდრო“, რომელიც მესტიაჭალა ჰესს აშენებს, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის მნიშვნელოვანია განათლების, სპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობა. „სვანეთი ჰიდრომ“ მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად ამ დრომდე 1 მლნ ლარზე მეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა“, - ნათქვამია “სვანეთი ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.