დღეიდან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მო­რი­გი ეტა­პი იწყე­ბა - ვინ და როგორ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება

პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის მო­რი­გი ეტა­პი იწყე­ბა. ამ­ჯე­რად, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და და ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი ავ­ტო­პარ­კი 2019 წლის ბო­ლომ­დე გა­ივ­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბას. (ცნობისათვის, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ტექდათვალიერების გავლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის შესაძლებელი. შაბათ-კვირას კი ცენტრებში არასამუშაო დღეა). 

bpn

ვის არ ეხე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა:

  • ტრან­ზი­ტუ­ლი ნომ­რე­ბის მქო­ნე და გა­ნუ­ბა­ჟე­ბელ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს;
  • O1, O2 (მი­საბ­მე­ლი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მო­ტო­ციკ­ლი) კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს;
  • ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს (ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია 1960 წლამ­დე; აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პი­სა და მო­დე­ლის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა მოხ­სნი­ლია წარ­მო­ე­ბი­დან და აღარ გა­მო­დის; ის­ტო­რი­უ­ლად და­ცუ­ლია და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი პირ­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და მისი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს არ გა­ნუც­დი­ათ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა);
  • იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ამო­ღე­ბუ­ლია ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან;
  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა და­მამ­ზა­დებ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი მოძ­რა­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე არ აღე­მა­ტე­ბა 25 კმ/სთ-ს.

ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და პი­რო­ბე­ბი:

  • მსუ­ბუ­ქი და მი­საბ­მე­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის - 60 ლარი
  • სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის - 100 ლარი

ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის პე­რი­ო­დუ­ლო­ბა:

ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის­თვის ამოქ­მედ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი წესი:

ა) სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ, მძრო­ლის გარ­და) კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ერთი წლის შემ­დეგ და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს, ხოლო გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ოთხი წლის შემ­დეგ - წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ;

ბ) სატ­ვირ­თო (3.5 ტ. და ზე­მოთ) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;

გ) მი­საბ­მე­ლი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;

დ) სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ტაქ­სი - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;

ე) მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო - ოთხი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან 8 წლის შემ­დეგ კი ყო­ველ წე­ლი­წადს;

ვ) მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო - ოთხი წლის მერე გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს.

bpn

რა მოწ­მდე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას:

  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია;
  • სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა;
  • სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა;
  • ხილ­ვა­დო­ბა;
  • ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა;
  • ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა;
  • შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი;
  • სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი;
  • უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.
რო­გორ გა­ივ­ლი­ან ინ­სპექ­ტი­რე­ბას გაზ­ზე მო­მუ­შა­ვე და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი:

ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრმა უნდა აწარ­მო­ოს ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბა „ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე აირ­ბა­ლო­ნი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის გან­თავ­სე­ბის, ტექ­ნი­კურ მო­თხოვ­ნებ­თან მისი შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბის და უსაფრ­თხო ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 იან­ვრის №80 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად.

მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ივ­ლი­ან პე­რი­ო­დულ ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას, მაგ­რამ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტრა­ცია გა­ი­ა­რეს 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღის შემ­დეგ ვერ გა­ივ­ლი­ან პე­რი­ო­დულ ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას სა­ჭის მარ­თვის სის­ტე­მა­ში და­მა­ტე­ბი­თი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

bpn

გა­ი­ა­რეთ ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ონ­ლა­ინ:

ვებ-გვერდ www.pti.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ ხელ­მი­საწ­ვდომ ინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად და­გეგ­მოს ვი­ზი­ტი მის­თვის სა­სურ­ვე­ლი თა­რი­ღის და დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-გვერ­დი 2018 წლის იან­ვრი­დან ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის.

აგ­რეთ­ვე, 2018 წლის 3 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი - 1484, რო­მე­ლიც ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სი­სა და პი­რო­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა და აწ­ვდის შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თად წყა­როდ კვლავ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი რჩე­ბა. ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­დან ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა მრა­ვალ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სია ავ­ტო­პარ­კის ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თბი­ლის­ში ცხოვ­რობს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1/3 და თავ­მოყ­რი­ლია მთლი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40%. დე­და­ქა­ლაქ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის წილი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში 90%-ს აღე­მა­ტე­ბა.