გერმანული ბრენდი foodpanda  უკვე საქართველოშია

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია.

გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia-ს სახელით დაიწყო და ვებ-გვერდის www.foodpanda.ge-ს ან მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებით უკვე შესაძლებელია 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული სერვისის მიზანია, დააკმაყოფილოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. თითქმის ყველა რესტორანს გააჩნია ადგილზე მიტანის სერვისი, foodpanda აერთიანებს ამ რესტორნების მენიუებს ინტერნეტ სივრცეში და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად და სწრაფად შეუკვეთოს საკვები.

შეკვეთის პროცესი მარტივია: შედიხართ საიტზე - www.foodpanda.ge ან ხსნით foodpanda-ს მობილურ აპლიკაციას. შემდეგ უთითებთ თქვენს ქალაქს და უბანს, ირჩევთ რესტორანს, ირჩევთ კერძ(ებ)ს, ასრულებთ შეკვეთას და ელოდებით მოტანას. თანხის გადახდა ამ ეტაპზე კურიერის ადგილზე მოსვლისას ნაღდი ფულით ხდება.

foodpanda Georgia გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათაო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება.