აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მთლიანი რაოდენობა წლებთან ერთად მცირდებოდა.საქსტატის 2000 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 4 მილიონ 435 200 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2016 წელს ეს მონაცემები 3 720 400-მდე შემცირდა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში კი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ თითქმის მილიონ 600 ათასით იკლო.
გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება.
თუმცა 2018 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 729 600 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით მოსახლეობა 3 200 ადამიანით გაიზარდა.
ლიკა ამირაშვილი