კანონმდებლობით 32.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

მთავრობის დადგენილებით, დამტკიცებული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც, მხოლოდ საოფისე პირობებში.საუბარია მთავრობის მიერ 2014 წლის 15 იანვარს მიღებულ №69 დადგენილებაზე და აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებზე.

როგორც პროფესიული კავშირების გართიანება განმარტავს, 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.

დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული: იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშაობა 32 გრადუს ცელსიუსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული.

საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიების წარმომადგენელთათვის 31.5 გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა, შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებისთვის. იხილეთ სრულად