გერმანულმა კომპანია Adidas-მა განაცხადა, რომ მისი მომხმარებლების პირადი მონაცემები შესაძლოა, ჰაკერების ხელში ჩავარდნილიყო. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.
განცხადების თანახმად, მონაცემთა სავარაუდო ქურდობა შესაძლოა, მომხდარიყო იმ მომხმარებლების შემთხვევაში, რომლებიც პროდუქციას ამ კომპანიის საიტიდან იძენენ. აღნიშნული ფაქტი კი გასულ კვირას მოხდა.
„26 ივნისს Adidas-მა გაიგო მონაცემთა შეზღუდული რაოდენობის მიღების შესახებ მხარისგან, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა“ - უთითებს განცხადებაში კომპანია.
Adidas-ში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედების ხელში შესაძლებელი იყო აღმოჩენილიყო ინფორმაცია მომხმარებლების კონტაქტებზე, პაროლებზე და ასე შემდეგ. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ ბოროტმოქმედების ხელში აღმოჩნდეს ინფორმაცია საკრედიტო ბარათებზე.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საუბარი შესაძლოა, იყო რამდენიმე მილიონი მომხმარებელის მონაცემზე.
კოკა კვირკველია