სამხრეთ კორეული საავტომობილო კომპანიის Hyundai Motor Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩონგ მონგ კუ ემზადება წინადადების შესათავაზებლად, შეიძინოს ავტოკონცენრი Fiat Chrysler Automobiles (FCA) და ელოდება ამ იტალიურ-ამერიკული კომპანიის აქციებზე ფასების დაწევას. ამის შესახებ გამოცემა Asia Times წყაროზე დაყრდნობით წერს.გამოცემის წყაროს ცნობით, Hyundai ამ წინადადებით აქციონერებს მიმართავს მომავალი წლის მაისში, მას შემდეგ, რაც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება FCA -ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სერჟიო მარკიონე.
Asia Times-ის ინფორმირებული წყარო იმასაც ამბობს, რომ Hyundai-ის მხრიდან FCA-ის შეძენის ინიციატორია კომპანია Elliott Management-ის ხელმძღვანელი პოლ სინგერი, რომელმაც სამხრეთ კორეულ კომპანიაში მსხვილი წილი 1 მილიარდ დოლარად შეიძინა. ის ასევე არის აქტიური ინვესტორი იტალიურ ბაზარზე, სადაც წილს ფლობს Telecom Italia-სა და სხვა იტალიურ კომპანიებში.
ცნობისათვის, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მილანის საფონდო ბირჟაზე კომპანია Fiat Chrysler Automobiles-ის აქციებზე ფასები 2,9%-ით გაიზარდა.
კოკა კვირკველია