IKEA -მ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად სპეციალური დივანი წარმოადგინა

არავისთვის უცხო არ არის, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბიზნესისთვის ცალკე სფეროა, რომლებიც ამ პერიოდისთვის მაქსიმალურად ემზადებიან და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სიახლეს სთავაზობენ.ისინი ცდილობენ კონკრუენტებისგან გამორჩეულები იყვნენ და შესაბამისად, იმიჯთან ერთად მეტი შემოსავალი მოუტანონ საკუთარ თავსაც.

გამონაკლისი არ ყოფილა მსოფლიოში სახელგაათქმული დაბალბიუჯეტიანი ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია IKEA-ს, რომელმაც „საფეხბურთო თვისთვის“ სპეციალური დივანი წარმოადგინა.

მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის მორგებულია როგორც სხვა გუნდის გულშემატკივრისთვის, ასევე ოჯახის იმ წევრებზე, რომლებიც სულაც არ გიჟდებიან ფეხბურთზე.

კოკა კვირკველია