„ვიზეარის“ დორტმუნდის რეისის მგზავრებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან, რეისის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ქუთაისის აეროპორტის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თვითმფრინავს სიჩქარის მაჩვენებელთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.
„ცოტა ხნის წინ ქუთაისის აეროპორტის დირექტორი მოვიდა და გვითხრა, რომ იყო სიჩქარის „დაჩიკის“ ბრალი, რამაც გამოიწვია კვამლი. ასევე აღნიშნა, რომ კვამლი კიდევ უფრო გაიზარდა თვითმფრინავის მკვეთრად დამუხრუჭების და გაჩერების გამო. მისივე მტკიცებით, ამან განაპირობა სუნიც, რომელიც თვითმფრინავში დადგა. ამტკიცებენ, რომ ძრავთან დაკავშირებული პრობლემა არ ყოფილა. ახლა გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი უკვე გამართულია, მზადაა რეისის შესასრულებლად და გვთავაზობენ დაახლოებით ერთსაათიან ინტერვალში ისევ ამ ბოინგით გაფრენას. მზავრების ნაწილი შეშინებულია და ისევ იგივე თვითმფრინავით გამგზავრებას ვერ რისკავს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მგზავრმა.
"ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.