2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით განათლების სამინისტრო საგამოცდო ცენტრებისთვის ჰაერის კონდიცირების საშუალებებს გამარტივებული წესით შეისყიდის.„ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია ჰაერის ტემპერატურის მატებამ. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატებას თან ახლავს ისეთი რისკები, როგორიცაა დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების მიმნდინარეობისას ამ რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესყიდვის შეზღუდულ ვადებში ჩატარება,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების თანახმად, სამინისტრო 21 საგამოცდო ცენტრისთვის ჯამში, დაახლოებით 900 კონდიციონერის შესყიდვასა და მონტაჟს გულისხმობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 მლნ ლარია.