პირველი ივლისიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მორიგი ეტაპი, კერძოდ, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო.თუმცა, აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირა ინსპექტირების ცენტრებში არასამუშაო დღეა, შესაბამისად, საკუთარი ავტომობილების ტექინსპექტირებას ისინი უკვე დღეიდან შეძლებენ.
ცნობისთის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ეტაპობრივად ხორციელდება. საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი კი 2019 წლის ბოლომდე გაივლის ინსპექტირებას.