საქართველოს მოსახლეობის 33,6% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის

საქართველოს მოსახლეობის 33,6% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის - ეს არის სტატისტიკის სამსახურის მიერ წყალმომარაგების საწარმოთა გამოკვლევის შედეგები.როგორც სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, უწყება ატარებს ქვეყანაში არსებული

წყალმომმარაგებელი საწარმოების რეგულარულ გამოკვლევას. გამოკვლევა მოიცავს

საქართველოში წყალმომარაგებითი საქმიანობით დაკავებულ ყველა მოქმედ საწარმოს, რის

საფუძველზეც გროვდება მონაცემები წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჩამდინარე წყლის

გაწმენდის შესახებ.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წელს საქართველოში წყალმომარაგებით

საქმიანობას ეწეოდა 21 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის

მოცულობამ 223.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით აღემატება წინა

წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების

სისტემაზე მიერთებული იყო 2.48 მილიონი ადამიანი (66.4 %), რაც 8.1 პროცენტით აღემატება

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

რაც შეეხება იმ მოპსახლეობას, რომლებიც წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის, 33,6%-ს შეადგენს. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 38,6% იყო.

ამასთან, 2017 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის

რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %)

შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის

რიცხოვნობა გაიზარდა 8.8 პროცენტით და 1.38 მილიონი (36.9 %) შეადგინა.