სუპერმარკეტების ქსელის „ფურშეტის” გადახდისუუნარობის შესახებ შესაძლოა, საქმის წარმოება დაიწყოს.ამის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თამარ ჭუნიაშვილის განჩინებაშია აღნიშნული.
,,ფურშეტ ჯორჯიას’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას’’ და ,,სენატორის’’ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია. ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრება გარკვეული გარემოებების გამო შეწყდა, იგივე დღის წესრიგით უნდა იქნეს მოწვეული. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 17 აგვისტოს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმავე დღის წესრიგით: მეურვის ანგარიშის მოსმენა; კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა,“-აღნიშნულია განჩინებაში.
ცნობისთვის, განცხადებლებმა სასამართლოს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. მათი განცხადებით, ფურშეტს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას’’ მიმართ 7 885 323 70 ლარის; ხოლო ,,სენატორის’’ მიმართ 164 937.13 ლარის დავალიანება ჰქონდა.