მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების Top-10-ში არც ერთი ევროპული ბანკი არ მოხვდა - The Banker-ის 2018 წლის რეიტინგი

„ყოველწლიური საბანკო რეიტინგის Top 1000 World Banks-ის 2018 წლის განახლებულ მონაცემებში ევროპული ბანკების გაძლიერება ჩანს, თუმცა ისინი ვერ შესწვდებიან ჩინურ ბანკებს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი ინდურ ბანკებს აქვთ“, - ამის შესახებ The Banker-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთ ევროპულმა ბანკებმა შეძლეს საკუთარი წილის გაზრდა ბანკების გლობალურ შემოსავლებში 13%-დან 20%-მდე, რაც უპირველეს ყოვლისა საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის დამსახურებაა და ასევე იმის, რომ იტალიაში მდგომარეობა გამოსწორდა. კიდევ ერთი მიზეზი საბერძნეთისა და პორტუგალიის ფინანსური კრიზისიდან გამოსვლაა.

გასულ წელს ევროპული ბანკები ე.წ. ლუზერი ბანკების ათეულში იყვნენ, თუმცა წლევანდელ რეიტინგში ამ მაჩვენებელში ინდური ბანკები განთავსდნენ. ყველაზე დიდი წაგება სწორედ ინდურმა ბანკებმა აჩვენეს, რომლებმაც 9,2 მილიარდით იზარალეს

რაც შეეხება ლიდერებს, ტოპ-ათეულში ზედა ოთხ პოზიციაზე ჩინური ბანკები განთავსდა, მათ შორის, ლიდერია ICBC, რომელიც პირველ ადგილს უკვე ბოლო 6 წელია ინარჩუნებს. აღნიშნული ოთხი ბანკი მაღალი შემოსავლებით გამოირჩევა და შეადგენს მსოფლიო ბანკების შემოსავლის თითქმის მესამედს. მათ შორის ICBC-ის კაპიტალი გაიზარდა 43 მილიარდი დოლარით, ხოლო მთლიანობაში ჩინური ბანკების კაპიტალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილია 337 მილიარდი დოლარით ანუ 20%-ით.

Untitled infographic

Infogram

კოკა კვირკველია