Tesla-მ Model 3-ის წარმოების მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ მისი ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილის Model 3-ის წარმოება გაზარდა და კვირაში 5-ათასიან ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ნიშნულზე კომპანია გასვლას ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა ტექნოლოგიურ პროცესში არსებული პრობლემების გამო ამას ვერ მიაღწია. სააგენტო აქვე დასძენს, რომ არ არის ნათელი, შეძლებს, თუ არა კომპანია ამ ტემპის შენარჩუნებას გრძელვადიან პერსპექტივაში. კომპანიის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, Tesla-ამ ელექტრომობილ Model 3-ის წარმოება 2017 წელს ივლისში დაიწყო, თუმცა წააწყდა სირთულეებს წარმოებაში. ავტომობილის ფასი 35 ათასი დოლარიდან იწყება და საუკეთესო კომპლექტაციით 75 ათას დოლარს აღწევს.

კოკა კვირკველია