აშშ ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე დაწესებული გადასახადის გამო თავადაც 14 მლრდ დოლარით იზარალებს

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ თავად გახდება მსხვერპლი იმ გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც მან ევროკავშირის ქვეყნებს ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი დაუწესა. გამოცემის ინფორმაციით, ზარალი წლიურად 14 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია ევროკომისიამ ამერიკის ხელმძღვანელობას უკვე გაუგზავნა.

როგორც გამოცემა წერს, ამერიკის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე და მათ ნაწილებზე დაწესებული 25%-იანი გადასახადი პირველ რიგში ამერიკის ეკონომიკას აზარალებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამჟამად ამერიკის ტერიტორიაზე ევროპელი ავტომწარმოებლები 2,9 მილიონ ავტომობილს აწარმოებენ წლიურად, რაც თავად ამერიკის ავტოწარმოების 26%-ია. ამასთან, ამ ავტომობილების ნაწილების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტირება ხდება ევროპიდან, შესაბამისად კი, მოექცევა გადასახადის ქვეშ. ამასთან, ამერიკაში წარმოებული ევროპული კომპანიების ავტომობილების 60% მიდის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირში, რაც თავის მხრივ, აუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს ევროპასა და ამერიკას შორის.

შეგახსენებთ, 1-ლი ივნისიდან ამერიკამ ევროპიდან იმპორტირებულ რკინასა და ალუმინზე გადასახადები დააწესა, პასუხად ევროკავშირმა წამოიწყო საქმის გარჩევა მსო-ში, ხოლო 22 ივნისიდან საპასუხო 25%-იანი სავაჭრო ტარიფები აამოქმედა მთელ რიგ ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის, ავტომობილებზე და სხვადასხვა სახის რკინაზე.

კოკა კვირკველია