"ბიბლუსი" ივნისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10-ეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ივნისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" ფილიალებში.

მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი დებიუტანტი მწერლის თათული ღვინიანიძის წიგნი „აღიარება ხელისგულზე“ იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი, მესამე პოზიციას კი ამჯერად ქართველი მწერალის თემურ ბაბლუანის რომანი „მზე მთვარე და პურის ყანა“ იკავებს.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი, წრიპა ბიჭის დღიური, პეპი გრძელი წინდა და სხვა.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა

თათული ღვინიანიძის აღიარება ხელისგულზე

ელიფ შაფაქის სიყვარულის ორმოცი წესი

თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურის ყანა

რ.ჯ პალაციოს აირჩიე სიკეთე-საოცრება

ია კარგარეთელის სხვა უდაბნოს საიდუმლო

ერიხ მარია რემარკის ნასესხები სიცოცხლე

ჯოან როულინგის ჰარი პოტერი 1 ფილოსოფიური ქვა

დათო ტურაშვილი - ჯინსების თაობა

აკა მორჩილაძის კუპიდონი კრემლის კედელთან

მარკუს ზუზაკის წიგნის ქურდი

ტოპ 10 საბავშვო წიგნი

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური

ჯეფ კინის წრიპა ბიჭის და შენი დღიური

ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

ჯეფ კინის წრიპა ბიჭის დღიური 2 - როდრიკი უბერავს

ჩემი პირველი ბიბლია

Disney Cars-მხიარული რბოლები

ვისწავლოთ წერა

მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში