ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" და "სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის" პროექტმა, USAID-ის მხარდაჭერით, კონფერენცია "ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება" ჩაატარა.კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია აპირებს მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ მოხდება აღნიშნული რეფორმის განხორციელების მონიტორინგი.
"ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ჩავერთოთ ამ პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში და მონიტორინგი გავუწიოთ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. გარდა იმ კვლევებისა, რომელიც ჩატარდება ინსპექტირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით, ასევე ვაწარმოებთ ჰაერის ხარისხის კვლევასაც. დავინახავთ რა კორელაციაა ტექინსპექტირების პროცესსა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შორის. საბოლოო მიზანი არის ტექინსპექტირების შედეგად როგორც ავტოავარიების შემცირება, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება,"- განაცხადა ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" დირექტორმა ეკა ლალიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასევე ასევე არასამთავრობო, კერძო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.