კანადამ 1-ლი ივლისიდან აამოქმედა ამერიკის წინააღდმეგ საპასუხოდ მიღებული გაზრდილი ტარიფები რკინასა და სხვა პროდუქციაზე.
როგორც სააგენტო Аssociated Press-ი წერს, რკინასა და სხვა მეტალზე გადასახადი გაიზარდა 25%-ით, ხოლო სხვა ტიპის პროდუქციაზე 10%-ით, ამ ჩამონათვალში კი მოხვდა საწებელიც კი. გარდა ამისა, ჩამონათვალშია სარეცხი მანქანები, პიცა და სხვა სახის პროდუქცია.
კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც ამერიკის საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მკვეთრი
კრიტიკით გამოვიდა, მადლობა გადაუხადა კანადელებს, რომ მათ ერთიანი ძალისხმევით გასცეს პასუხი „დონალდ ტრმპის სანქციებს“. მან მოუწოდა მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ იმავე დამოკიდებულებით, რა დროსაც შეიძენენ ამერიკულ პროდუქციას.
აღნიშნული განცხადება ტრიუდომ ქალაქ ლიმინგტონში გააკეთა, რომელიც ცნობილია როგორც „ტომატის დედაქალაქი“. ამ ქალაქში მოქმედებს პომიდვრის საწარმო, რომელიც 2014 წლიდან ამარაგებდა ამერიკულ ცნობილ „კეტჩუპების“ მწარმოებელ კომპანიას Kraft Heinz Company. ახლა კი ეს კომპანია კანადური გადასახადების სიაში აღმოჩნდა.
კოკა კვირკველია