1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4469 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4469 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4469 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4516 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8494 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8537 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.