აშშ მზადაა ევროპული ბიზნესი „ირანთან თანამშრომლობისთვის“ დასაჯოს

ვაშინგტონი მზადაა ამერიკული სანქციების დარღვევის გამო დააწესოს რესტრიქცია ევროკავშირის ბიზნეს კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც თანამშრომლობენ ირანთან. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა დაუწესოს სანქციები ევროკავშირის კომპანიებს ამერიკული სანქციების დარღვევის გამო - „დიახ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ნამდვილად ასეა“, - უპასუხა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მაისში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, აშშ-მ დატოვოს ბირთვული შეთანხმება ირანთან და დააბრუნოს ძველი სანქციები და პლიუს აამოქმედოს ახალი. ამის მიუხედავად შეთანხმებაში დარჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რომლებმაც მოუწოდეს შეთანხმების ყველა მონაწილეს, გააგრძელონ მისი შესრულება.

კოკა კვირკველია