ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 623 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3564 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 99 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 37 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 487 ფაქტი“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.