ამერიკის მხრიდან გაზრდილი გადასახადის ამოქმედების ვადის მოახლოებასთან ერთად ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 340 ბაზისური პუნქტით 6,6497 იუანამდე დაწია.
როგორც Reuters-ი წერს, ეს დაკავშირებულია 6 ივლისის მოახლოებასთან, რა დროსაც ამოქმედდება აშშ-ს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული გადასახადები.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ამჟამინდელი დაძაბულობა გამოწვეულია სავაჭრო ომის ესკალაციით ორ ქვეყანას შორის, თუმცა ხელისუფლება ირწმუნება, რომ იუანის შემდგომი დევალვაციის ნერვიულობის საბაბი არ არსებობს. თუმცა ეს მაინც დამოკიდებული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო უთანხმოებების მოგვარებაზე.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი იპარავს ამერიკულ ინტელექტუალურ საკუთრებას და არასამართლიან სავაჭრო პოლიტიკას ატარებს ამერიკის მიმართ. ამიტომ აშშ აწესებს 25%-იან გადასახადს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომლის მოცულობა შეადგენს 50 მილიარდ დოლარს, ხოლო აქედან 34 მილიარდის ოდენობის საქონელზე გადასახადი 6 ივლისიდან ამოქმედდება, დანარჩენ 16 მილიარდზე კი მოგვიანებით.
კოკა კვირკველია