გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen Group-ი ინდოეთში მისი წილის გაზრდის მიზნით 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას აპირებს.ამის მიზეზი ის კონკურენციაა, რასაც კონცერნი ამ ქვეყანაში აწყდება სამხრეთ კორეული და იაპონური კომპანიების მხრიდან. გერმანელები 2025 წლამდე საკუთარი წილის 5%-მდე გაზრდას გეგმავენ.
კომპანია აპირებს მილიარდის ინვესტირებას 2021 წლამდე საწარმოო სიმძლავრეებში, ახალი განვითარების ცენტრის შექმნის მიმართულებით და ასევე საავტომობილო პლატფორმის შექმნაზე, რომელზეც სამომავლოდ კონცერნის სხვადასხვა ავტომობილებს აწარმოებენ.
კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მისი პოზიციების გამყარებას ინდოეთში, სადაც ლიდერობენ ისეთი საავტომობილო ბრენდები როგორებიცაა Maruti Suzuki, Hyundai, და Honda.
ადრე კი ცნობილი გახდა, რომ გერმანული ავტოკონცერნი აპირებს 15 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩინეთში ელექტრომობილებისა და უპილოტო ავტომობილების წარმოების მიმართულებით.
კოკა კვირკველია