ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანის კომბინირებული საკვების საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში კომბინირებული საკვების საწარმო GEOFEED-ი დაათვალიერა.

როგორც საწარმოს მფლობელმა ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტა, ქარხანა 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ-კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.

კომბინირებული (გრანულირებული) საკვების საწარმო GEOFEED-ი 2014 წლის თებერვალში გაიხსნა. შპს "ფარიდის" მიერ საწარმოში განხორციელებულმა პირდაპირმა ინვესტიციამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

GEOFEED-ი პირუტყვის, ფრინველის და თევზის მოხმარებისთვის თვეში 900, ხოლო წელიწადში საშუალოდ, 11 000 ტონამდე 40 დასახელების უმაღლესი ხარისხის გრანულირებულ-კომბინირებულ საკვებს აწარმოებს.

საწარმოში ამჟამად 26 ადამიანი მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში დასაქმებულთა რიცხვის 45-მდე გაზრდა იგეგმება.