მომხმარებელთა დანახარჯები App Store-ში 2022 წლისთვის 75,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს

კომპანია Apple-ის პროგნოზით, მომხმარებელთა დანახარჯები 2022 წლისთვის App Store-ში 75,7 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის დანახარჯი. აღნიშნულის შესახებ კომპანია საკუთარ პრეს-რელიზში წერს.ამავე ინფორმაციის თანახმად, App Store-ში 2017 წელს მომხმარებლებმა 42,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, მიმდინარე წელს კი მოსალოდნელია ზრდა 53,1 მილიარდამდე.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებლები App Store-ში თითქმის ორჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე Google Play-ში, მიუხედავად ნაკლები მოწყობილობებისა.

მიუხედავად იმისა, რომ App Store-ისთვის აშშ უმსხვილესი ბაზარია, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე დანახარჯების 60% მოდის.

ამ დროისთვის App Store-ში 4,5 მილიონი აპლიკაციაა წარმოდგენილი, რომელთაგან მომხმარებელთა დანახარჯების მიხედვით ყველაზე მეტი რაოდენობა მოდის Netflix-ზე, Spotify-ზე და Pandora Music-ზე.

კოკა კვირკველია