დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ადამიანები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გარე რეკლამებს.
ამერიკულმა ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ Fruit of the Loom-მა გადაწყვიტა ჩაეტარებინა სოციალური ექსპერიმენტი ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ ნიუ-იორკში.
მან სააგენტო CP+B-სთან ერთად გადამალა ფული და უფასო საცვლები პრაქტიკულად ყველას თვალწინ. ხოლო იმისათვის, რომ გაემარტივებინა ძებნის დავალება, QR-კოდიანი მითითებები განათავსეს დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდებზე. ამ კოდის დასკანერების შემთხვევაში კი მაძებარი მკაფიო ინსტრუქციას მიიღებდა, თუ სად იყო დამალული თანხა.
რა თქმა უნდა, ყველა სამალავთან კომპანიამ განათავსა კამერები და აკვირდებოდა მოსახლეობის რეაქციებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მილიონიან ნიუ-იორკში მხოლოდ 6-მა ადამიანმა მაიქცია ყურადღება ქალაქში გამოკრულ სარეკლამო ბილბროდებს და მიაგნო კომპანიის სამალავებს. გამარჯვებულებმა 1800 დოლარი იპოვეს.
კოკა კვირკველია