გასულ უქმეებზე საქართველოში მყოფი ცნობილი ბრიტანელი მომღერლის სერ ელტონ ჯონის Bentley Continental GT მიმდინარე თვეში Silverstone Classic-ის აუქციონზე გაიყიდება.
2014 წელს გამოცემული მოდელი ლეგენდარული მუსიკოსისა და მისი მეუღლის დევიდ ფურნიშის კოლექციის ნაწილია და მხოლოდ 35,405 კილომეტრი აქვს გარბენი. როგორც მოსალოდნელია, მისი ფასი აუქციონზე დაახლოებით 92-105 ათასი დოლარი იქნება.
ავტმობილი შავი ონიქსის ფერისაა, აქვს 21 ინჩიანი Speed-ის ბორბლები, რაც შეეხება ინტერიერს, ის შესრულებულია Beluga-ს ტყავით და გაფორმებულია ნახშირბოჭკოვანი დეტალებით.
ავტომობილი აღჭურვილია 6.0 ლიტრიანი W12 ძრავით, რომელიც 626 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
კოკა კვირკველია