„მხოლოდ ქართულის“ იდეამ გაამართლა - კომპანია კიდევ ერთ მაღაზიას გახსნის

ერთადერთი მაღაზია საქართველოში, სადაც მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდება ჯერ მხოლოდ 6 თვეა მუშაობს და უკვე ფილიალის დამატებას გეგმავს.

როგორც „მხოლოდ ქართულში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუხადეს, მაღაზიაში 2300-დან 2500-მდე სახეობის ქართული პროდუქტია წარმოდგენილი. ამასთან, მომხმარებლების რაოდენობა მზარდია და შეიძლება ითქვას, რომ მაღაზიის იდეამ გაამართლა.

„მხოლოდ ქართული“ 1018 წლის 25 იანვარს გაიხსნა და საწყის ეტაპზე 60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამჟამად მაღაზიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ამ ეტაპზე ჩვენს მაღაზიაში უკვე არის 2300-დან 2500-მდე სახეობის პროდუქტი. ყველაფერი არის ქართული და წარმოებული საქართველოში. ვაპირებთ, რომ გავხსნათ კიდევ ერთი მაღაზია. თუმცა ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ გეტყვით. გვინდა, რომ უფრო ტურისტულ ზონაში, კონკრეტულად კი, ლესელიძეზე დავამატოთ ფილიალი“,-აცხადებენ „მხოლოდ ქართულში“.

მათი თქმით, მომხმარებელთა რიცხვი მზარდია, თუმცა მოქალაქეების ნაწილს ქართული პროდუქციის მიმართ ჯერჯერობით ისევ ნეგატიური განწყობა აქვს.

„მომხმარებლების რაოდენობა ნამდვილად გაზრდილია. უბრლოდ, ქართულთან მიმართებით მოქალაქეების ნაწილს რატომღაც არ აქვს ნდობა. თუმცა ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ავუსხნათ და ვაჩვენოთ, რა უპირატესობა აქვს ქართულს სხვა მსგავს პროდუქტთან შედარებით. იმედია, ეს პრობლემაც აღმოიფხვრება“,-აცხადებენ „მხოლოდ ქართულში“ და აღნიშნავენ, რომ ფასებიც, იმპორტირებულთან შედარებით 5-10%-ით დაბალია.

bpn