თბილისის მთავრობა დღეს დაამტკიცებს და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისა და “სითი ინსტიტუტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, თბილისს მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა ექნება.
“დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალური გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.
ამასთან, 12:00 საათზე დაგეგმილია ბრიფინგი, სადაც წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტებზე.