ამერიკის მხრიდან დაწესებული გადასახადები შესაძლოა, გლობალური სავაჭრო ომის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური გამოცემა China Daily ჩინელ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამერიკის პოზიცია თავად შტატებისთვსიას არასასურველია. საბოლოოდ მისგან იზარალებს თავად ამერიკული ბიზნესი და მომხმარებლები ქვეყნის შიგნით“ - ციტირებს გამოცემა მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტის ლიუ სიანის სიტყვებს. მისივე ვარაუდით კომპრომისული ვარიანტის გამოძნებნის გარეშე საფრთხე დაემუქრება მთლიანად გლობალურ სავაჭრო სისტემას.
„დასანანია, რომ ამერიკის ხელისუფლება მსო-ში მის მიერ აღებული ვალდებულებების წინააღმდეგ წავიდა, შედეგად კი ეს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება“ - მოჰყავს გამოცემას კიდევ ერთი ჩინელი ექსპერტის, ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ასოციაციის წევრის ლი იუანის სიტყვები. ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ქმედება იწვევს უკმაყოფილებასა და გაბრაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ყველა ქვეყანა ცდილობს საკუთარი ეკონომიკის აყვავებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს არსებული წესრიგის განადგურებით და სხვების ინტერესების უგულებელყოფით“ - დასძენს ექსპერტი
სავაჭრო ურთიერთობებში გლობალური კრიზისის საშიშროებას ხედავენ ამერიკაშიც. ამერიკის სავაჭრო პალატამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ „ვაშინგტონის ტარიფები სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რომელმაც სამომავლოდ შესაძლოა, გლობალური სავაჭრო ომი გამოიწვიოს“.
კოკა კვირკველია